06 აგვისტო 2026,   01:44
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები დააჯილდოვეს

ჩუღურეთის რაიონში სკოლებისა და ბაღების პედაგოგები დააჯილდოვეს. მასწავლებლებს ჯილდოები განათლების მინისტრმა პირადად გადასცა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. დაჯილდოებას დაესწრნენ პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე და გამგებელი დავით მაქაცარია.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების დასკვნითი ცერემონიას 27 ოქტომბერს გაიმართება.

"გამოვხატეთ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება თითოეული პედაგოგის მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში უშიშრად იმ დაბრკოლებებისა და წინაღობებისა, ღირსებულად აგრძელებდნენ თავიანთ მისიას და დღესაც სიამაყით უზრდიან ჩვენს ქვეყანას იმ თაობებს, რომლებმაც ხვალ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ეს ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიყვანონ იმ მიზნებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს," - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

დღის ამბები