08 აგვისტო 2026,   15:10
ვრცლად
რა კავშირი აქვს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს თბილისთან ახლოს ამოღებულ საბრძოლო მასალასთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ მოვლენებს შორის კავშირი უარყონ

რა კავშირი აქვს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს, თბილისთან ახლოს ამოღებულ იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალასთან - მას შემდეგ, რაც სუს-მა ოპერატიული ინფორმაცია გაავრცელა, რომ 4 ოქტომბერს დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ მოვლენებს შორის კავშირი უარყონ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გიორგი ბარამიძემ მიზანმიმართულად გამოტოვა უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის ის ნაწილი, სადაც ითქვა, რომ პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც ტყეში სამალავიდან საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, სავარაუდოდ, თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.

სუს-ს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ერთ-ერთი, შესაძლოა, იყოს რუსლან შამახია. შამახია სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსია, რომელიც 4 ოქტომბრის დილას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები