06 აგვისტო 2026,   19:33
ვრცლად
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 23 პირიდან 18 უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - სამ ადამიანზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 23 პირიდან 18 უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქედან 5-ის მიმართ გადაწყვეტილება გვიან ღამით გამოიტანა.

პარალელურად, ამ დრომდე ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელის იზოლატორში მყოფი 5 მოქალაქე, რომელთა აყვანაც 7 ოქტომბრის ღამით მოხდა. მათ შორის, ნანა სანდერი, აქტივისტი, რომელიც ძალადობრივი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.

სამ ადამიანზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები