11 აგვისტო 2026,   15:24
ვრცლად
სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი - სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

ჩეხეთში, კრივში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა, ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ, აკაკი ბასარიამ და ზუკა ჭოჭუამ, ვიცე-ჩემპიონები კი დავით მხეცაძე და ელნურ აბდულაევი გახდნენ.

 

დღის ამბები