აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი "შეეხე ისტორიას" გაიმართა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 80-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი სიმულაციურ არქეოლოგიურ გათხრებსა და თემატურ სწავლებებს მოიცავდა. მოეწყო ფოტოკონკურს "ამბის გზავნილის" მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა.