რამდენიმე საათი ლეგენდების მატჩამდე. საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "დინამო არენა" ამსტერდამის "აიაქსის" ვარსკვლავებს უმასპინძლებს. მათ ძველი დინამოელები დაუპირისპირდებიან.
მოედანზე იქნება 1995 წლის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული 5 ფეხბურთელი, მათ შორის, კლარენს ზეედორფი და ფრანკ დებური.
ღონისძიების ორგანიზატორი "სპორტს ორიენტია". შეხვედრა დინამო არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.