საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სამუშაო ვიზიტით, იტალიაში იმყოფება. მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან, საქართველოს ელჩთან იტალიის რესპუბლიკაში - თამარ ლილუაშვილთან ერთად, ემპოლისა და ფლორენციაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა.
სკოლებში 30 მოსწავლე სწავლობს ქართულ ენას და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ცეკვას სიმღერასა და კულტურას.
ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარში თინათინ რუხაძე არქიმანდრიტ მამა ანდრია ლაცაბიძესა და მრევლს შეხვდა.