06 აგვისტო 2026,   04:36
ვრცლად
ფლორენციაში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით, დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო.

პროექტის მიზანი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ქართული მუსიკის სათანადოდ წარმოჩენაა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს "ოქროს ფონდში" განსაკუთრებული ადგილი უკავია.

დღის ამბები