საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტზე ანზორ ერქომაიშვილის დაარსებული ანსამბლები - "რუსთავი" და "მართვე" მონაწილეობდნენ.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
"არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქა დღეს ანსამბლმა "რუსთავმა" - ბატონი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილე. მე მიხარია, რომ ბატონ ანზორს იმდენი მოსწავლე ჰყავდა, იმდენი ჰყავს საქმის გამგრძელებელი და ისეთ ხარისხში გრძელდება ეს საქმე, რომ მსოფლიოს კიდევ არაერთხელ გააოცებენ ქართული მუსიკით", - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.