დღეს, თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა. განიხილეს ცვლილებები 2025 წლის ბიუჯეტში.
მხარი დაუჭირეს რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულთათვის თანხების გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებებს.
განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობების რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.