იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს. მოსამართლეთა 36-ე კონფერენციაზე საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
კოჭლამაზაშვილი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს. დღევანდელ კონფერენციაზე საბჭოს მოსამართლე წევრის 1 ვაკანტურ პოზიციაზე მხოლოდ 1 კანდიდატი წარადგინეს, რომელმაც 295 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.