06 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
ქართული მუსიკა ფლორენციაში - კომპოზიტორ დავით თორაძის საავტორო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა

ჩინეთის პარალელურად, გასულ კვირას ქართული მუსიკა ფლორენციაშიც ჟღერდა. ქალაქში, სადაც ყოველი ქუჩა, ყოველი შენობა საუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას ატარებს. ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ფლორენციაში ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში გამართული ღონისძიების მიზანი იყო, წარმოეჩინა დავით თორაძის შემოქმედება, როგორც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. კონცერტის პარალელურად, მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა.

 ავტორი: ანა გენებაშვილი

დღის ამბები