უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ძალების სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და სუმის ოლქები. არის მსხვერპლი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.
ცეცხლი არ წყდება ფრონტის ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მხარეებს შორის 151 შეტაკება განხორციელდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი სახელდება.