150-მდე გრაფიკული ნამუშევარი, მკვეთრი ფერები და დასამახსოვრებელი გამოსახულებები - ეს ახალგაზრდა მხატვრის, ნიკა აზმაიფარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენაა, რომელიც გალერეა "იარტში" გუშინ გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მხატვარი, გრაფიკული ნამუშევრების გარდა, აქტიურად მუშაობდა ტაძრების მოხატვაზეც. გაფორმებული აქვს იყალთოს მონასტრის ეზო.
მხატვარს დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, არქიტექტურისა და ფერწერის მიმართულებით.