06 აგვისტო 2026,   03:19
ვრცლად
"ყაჩაღები" მარჯანიშვილის სცენაზე - შილერის ტრაგედია თანამედროვე ინტერპრეტაციით

იბრძვიან, მორალურად იშლებიან, მაგრამ არ ნებდებიან - ამბავი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში საკუთარ თავს კარგავენ. ფრიდრიხ შილერი სწორედ ამ ტრაგედიით იქცა ევროპული რომანტიზმის წინამორბედად, მწერლად, რომელმაც სცენაზე ადამიანის თავისუფალი სული აჩვენა.

სპექტაკლი „ყაჩაღები“ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე ინტერპრეტაციით გაცოცხლდება.

თეატრალური დადგმა გამოწვევაა შემოქმედებითი გუნდისთვის. თანამედროვე სტილის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები იმ კლასიკურ პერსონაჟებს განასახიერებენ, რომლებიც რთული არჩევანის წინაშე დგანან. მაყურებელთან ემოციური კავშირის დამყარება მათი მთავარი მიზანია.

რეჟისორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს თანამედროვე გმირი აჩვენოს, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს იმ მარადიული ღირებულებებისთვის, როგორიც სიყვარული და სიმართლეა.

შემოქმედებითი გუნდი სპექტაკლზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. მაყურებლის წინაშე კი ხვალ პრემიერით წარდგება.

დღის ამბები