ლეგენდარული კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში ეპოქა შექმნა. გია ყანჩელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე კომპოზიტორის უკვდავი მუსიკა კიდევ ერთხელ აჟღერდება.
ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის და ვილნიუსის ჯაზ
ანსამბლის ერთობლივი კონცერტი გაიმართება, რომელიც ორი გენიალური კომპოზიტორის საიუბილეო წელს მიეძღვნება.
ქართული კლასიკა და ჯაზის რითმები - მუსიკა როგორც კულტურული დიალოგი. ორი მუსიკალური სამყარო ერთი იდეის გარშემო ერთიანდება - გააცოცხლოს მუსიკა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.
კონცერტზე იევარას იასინსკის სიმფონიური პოემა და ყანჩელის მინიატურები შესრულდება.
იევარას იასინსკის სიმფონიური პოემა - ლიეტუველ კომპოზიტორს მიკალოიუს კონსტანტინას ჩურნიონისის ეძღვნება. მასში ტრადიციული და თანამედროვე მუსიკალური ელემენტები იკვეთება. პოემის პრემიერა ვილნიუსში უკვე შედგა. ქართველ მსმენელს კი საშუალება აქვს მუსიკალური წარმოდგენას თბილისში მოისმინოს.
ყანჩელის 90 წლის და მიკალოიუს კონსტანტინას ჩურნიონისის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, 22 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი