25 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას და კონკრეტულ გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, გუდაურისა და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, იყალთოს, გამრეკელის, საბურთალოს, ცინცაძის, ბახტრიონისა და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას.