ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა. პედაგოგებს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
ღონისძიების ფარგლებში, წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის, მუნიციპალიტეტის მერიისგან 38 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა "მზექას" პედაგოგები დაჯილდოვდნენ.