06 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო ლილოს დასახლებაში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი" 

ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო ლილოს დასახლებაში გაზის მიწოდება, დღეს, 5 დეკემბრის 01:45 სთ-დან 5000 აბონენტს შეუწყდა. ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 11:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 საათამდე.

ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/MaCe8

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

დღის ამბები