თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, ხარაგაულში, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ნადეჟდა ხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს გამართა.
კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, საქართველოს სახალხო არტისტები და ორკესტრი მონაწილეობდნენ. შესრულდა ფრაგმენტები ქართული საოპერო შედევრებიდან. ქართველმა მომღერალმა, ნადეჟდა ხარაძემ კლასიკურ ოპერებში არაერთი ვოკალურ–სცენური სახე შექმნა.