სენაკში საახალწლო კონცერტი გაიმართა - საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო.
საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საახალწლო ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.