06 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი ათი ათას- ათი ათას ლარიანი გირაოს ნაცვლად მათ გათავისუფლებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიება ჩაატარა- დაკავებულია სულ 4 პირი, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.

საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ქრთამის აღებას, თაღლითობას და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ეხება.

დღის ამბები