ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ წელი შეაჯამა. ანგარიში საზოგადოებას სააგენტოს ხელმძღვანელმა გააცნო. გურამ ოქროპირიძემ ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე - უკვე დასრულებულ პროექტებზე.
წელს თბილისში გაიხსნა 1000 აღსაზრდელზე გათვლილი 2 ახალი საბავშვო ბაღი. ასევე, გრძელდება 5 ბაღის მშენებლობა, რომელიც პატარებს მომავალი წლიდან მიიღებს.
პარალელურად, გრძელდება არაერთი ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.