უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიეს ოლქი გახდა. ქალაქ ვოლნიანსკში აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება და პარტნიორებმა უნდა შეიტყონ, თუ როგორ არღვევს ის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
სააგენტო Reuters-ი მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა უკრაინისთვის აუცილებელი პირობაა აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად.
Financial Times-ის ცნობით კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან დონბასის რუსეთისთვის დათმობას მოითხოვს და სწორედ ამ დათმობას უკავშირებს უსაფრთხოების გარანტიების გაცემას. ინფორმაციას თეთრ სახლში "აბსოლუტური სიცრუე" უწოდეს.
აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება, მასში, წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეობას არ მიიღებენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიუძე ჯარედ კუშნერი.