რეინჯერი - ეს არის პროფესია, რომელიც მუდმივ მზადყოფნას და ყურადღებას ითხოვს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე კი ამ პასუხისმგებლობას ახალგაზრდა რეინჯერი, დაჩი მჭედლიშვილი ყოველდღე იღებს. მისთვის ლაგოდეხის ნაკრძალი უკვე წლებია სახლად იქცა. ტყე - სამუშაო სივრცედ, ხოლო ბუნებასთან და ველურ ცხოველებთან სიახლოვე - ყოველდღიურობად.
ირმებთან მოულოდნელი შეხვედრები, დათვების კვალზე სიარული, დაკვირვება იშვიათ სოკოებსა და მცენარეებზე - რეინჯერის თითოეული დღე თავგადასავლით სავსე მოგზაურობაა. დაკვირვება, სიჩუმე და მოლოდინი ლაგოდეხის ნაკრძალში - რეინჯერის დღიური "კურიერი P.S.-ში."