როგორ გამოიყურება ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის ნაწილი - დაზიანებული აუდიტორიები, ინვენტარი, ავარიული სველი წერტილები დღეს "კურიერმა" გადაიღო. ამ მდგომარეობის მიუხედავად, ლექტორების გარკვეული ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას მაინც ეწინააღმდეგება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ქეთევან ქუთათელაძე აუცილებელი და საჭირო არ არის გაერთიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
"ჩვენ 34 მოქმედი ლაბორატორია გვაქვს, მათ შორის რამდენიმე ლაბორატორიაა, რომლის ტრანსპორტირება შეუძლებელია. იმ სივრცეებში, სადაც დღეს ვართ და იმ ინსტიტუციური მოწყობის პირობებში, როგორც დღეს ვართ, მიმაჩნია, რომ ბერვად უფრო სწრაფად და ხარისხიანად გატარდება რეფორმა, თავისი ყველა კომპონენტით ჩვენ ამ დოკუმენტს ვიცნობთ და არანაირად აუცილებელი და საჭირო არ არის გაერთიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან,“ - აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, ნოე ხოზრევანიძე ამბობს, რომ გაერთიანება ტექნიკურად ძალიან რთული იქნება.
"ტექნიკურად და პრაქტიკულად, ეს ცოტა შეუძლებლად იქნება მიღწეული. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამუზეუმო სივრცეები, შახტა-ლაბორატორია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის გარკვეული კითხვები, რაზეც პასუხი საჭიროებს", - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.