20 ოქტომბერი 2026,   17:15
ვრცლად
საპროტესტო აქციებზე ძალადობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საფრანგეთში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რათა გამოიძიონ შაბათ-კვირის - განსაკუთრებით 17 ოქტომბრის დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობა, ძარცვა და გადახედონ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მიღებულ ზომებს.

მედიის ცნობით, ასეთი კომისიის შექმნის ინიციატივა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კვირას წამოაყენა.

თავმჯდომარეთა კონფერენციამ, რომელშიც საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებიც შედიან, გადაწყვიტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტად გარდაიქმნას.

დღის ამბები