06 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
ბრალს არანაირად არ ვეთანხმებით, გუშინ მქონდა საშუალება პირადად მენახა ვიდეო და ჩემი შვილი იქ საერთოდ არსად არ ჩანს - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილის მამა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ.

მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გიგა ავალიანის საქმის გარდა ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები ირჩევდნენ მათთვის მიუღებელ პირებს, მათ სხვისი სახელით წერდნენ და შეხვედრაზე იბარებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ალექსანდრე გაბაშვილის მამის, ალექსანდრე გაბაშვილის განცხადებით, 25 ტომი მასალა მიაწოდეს და იქ იმის მტკიცებულება არ არის, რომ პირადად მისი შვილი ჩხუბებშია გარეული.

"ბრალს არანაირად არ ვეთანხმებით. გუშინ მქონდა საშუალება პირადად მენახა ვიდეო და ჩემი შვილი იქ საერთოდ არსად არ ჩანს. 25 ტომი მასალა მოგვაწოდეს და იქ იმის მტკიცებულება არ არის, რომ პირადად ჩემი შვილი იმ ჩხუბებში არის გარეული. ლიფტში, დანით ხელში ნამდვილად ჩემი შვილია. პოზირებს დანასთან ერთად. რამდენიმე თვეა, პროკურატურა უკანონოდ გვებრძვის", - განაცხადა ალექსანდრე გაბაშვილის მამამ ალექსანდრე გაბაშვილმა.

დემეტრე ჩიქოვანის დედის, სოფო ძნელაძის თქმით, თუ მისი შვილი დამნაშავეა დაისაჯოს.

"რაშიც ჩემი შვილის არის დამნაშავე დაისაჯოს - აი სასამართლო. მე არ ვარ მოსამართლე, არაფრის თქმა არ შემიძლია წინასწარ", - განაცხადა დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ.

 

დღის ამბები