04 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
ირანი 10-პუნქტიანი წინადადების დეტალებს ასაჯაროებს - Reuters

ირანული მედიის ინფორმაციით, 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც თეირანმა შეერთებულ შტატებს პაკისტანის შუამავლობით გაუგზავნა, მოიცავს ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის კონტროლს, ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების წინააღმდეგ ომის დასრულებას და რეგიონის ყველა ბაზიდან აშშ-ის საბრძოლო შენაერთების გაყვანას.

წინადადება ასევე ითვალისწინებს ყველა პირველადი და მეორადი სანქციის გაუქმებას, ირანისთვის სრული კომპენსაციის გადახდასა და გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას.

ირანის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.

წყარო - Reuters

დღის ამბები