04 აგვისტო 2026,   21:48
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთი მოლაპარაკებების მოლოდინში - კონფლიქტის ეპიცენტრად ლიბანი რჩება, სადაც ისრაელი "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთი მოლაპარაკებების მოლოდინშია. კონფლიქტის ეპიცენტრად კი რჩება ლიბანი, სადაც ისრაელი ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს. "ცაჰალის" განცხადებით, მათ "ჰეზბოლას" 10-მდე სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს. საპასუხო საჰაერო თავდასხმის შედეგად, განგაში იყო გამოცხადებული ცენტრალურ ისრაელშიც.

მანამდე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართვა გაავრცელა. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაიწყებს ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს "ჰეზბოლას" განიარაღებასა და ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები