"სტუდენტური ფესტივალი 2026" სტარტს პირველ მაისს რუსთავში აიღებს. ღონისძიებაში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
დაგეგმილია 45 ღონისძიება, კონკურსები - შეჯიბრი, სპორტული მარათონი და გამარჯვებულების დაჯილდოება.
"ძალიან აქტიურად ცდილობენ და ჩართულები არიან ჩვენი ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის სპორტი, კულტურა, განათლება, რა? სად? როდის? და ა.შ. წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ ბავშვებს. სტუდენტური ფესტივალი ზუსტად იმას გვაძლევს, რაც ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდებათ -ერთიანობას და მეგობრობას", - განაცხადა სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობის წარმომადგენელმა თათო ჩითინაშვილმა.