04 აგვისტო 2026,   12:04
ვრცლად
ტერიტორიული რეზერვის პროგრამა  - სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ

დამატებითი ანაზღაურება, ახალი პროფესია და მოქნილი გრაფიკი – ეს ტერიტორიული რეზერვია. თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაწვევა ტერიტორიული პრინციპით ხდება. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება კი 7074 ლარს შეადგენს. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეა. გათვალისწინებულია მოქნილი განრიგი, რომელიც სტუდენტებისთვის და საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის მოსახერხებელია. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

ქართულ ჯარს 30 აპრილს 35 წელი უსრულდება. დაარსებასთან ერთად, 1991 წელს დაიწყო პირველი გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. წვევამდელებმა პირველად დადეს სამხედრო ფიცი.

დღის ამბები