აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევენ ბათუმში, უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. პოსტზე ზურაბ პატარაძეა წარდგენილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე ამბობს, რომ აჭარაში უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონისთვის არის აუცილებელი.
"გაგრძელდება ყველა ის წამოწყება, რომელიც იყო საჭირო და აუცილებელი ჩვენი რეგიონისთვის. აჭარა უნდა გადაიქცეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ კუთხედ, აჭარაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურად ეკონომიკური ზრდა, აჭარა უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ მარგალიტად მსოფლიოში, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე ტურისტული კუთხით," - აცხადებს ილია ვერძაძე.
ავტორი: ია გოლიაძე