13 სექტემბერი 2026,   08:42
ვრცლად
მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო. დღეს ეს რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუციაა, რომელიც ბევრად უფრო გაძლიერებული დამხვდა - გეკა გელაძე

მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას. 

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებს მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო. დღეს ეს რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუციაა, ბევრად უფრო გაძლიერებული დამხვდა და მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს, თანამშრომლებს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომლებიც ამ ინსტიტუციის ფუნქციის გაძლიერებისთვის გადაიდგა. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვიქნები და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ინსტიტუცია", - აღნიშნა გეკა გელაძემ.

ირაკლი კლობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა. 

 

დღის ამბები