02 აგვისტო 2026,   07:16
ვრცლად
გათვალისწინებულია თითოეული მსახიობის ყველა პირობა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯონ - ივანე ჩხაიძე "ერისიონისთვის" შენობის გადაცემაზე

საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ "ერისიონს“ ისტორიაში პირველად საკუთარი შენობა აქვს.

თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა აერთიანებს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი 100 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დანიშნულებისაა, ასევე მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას და ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს.

შენობა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ხეთაგუროვის 26 ნომერში მდებარე ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წელი მიმდინარეობდა. შენობის რეაბილიტაციისთვის, ამ ეტაპისთვის, 21 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ანსამბლ "ერისიონის" დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, აბსოლუტურად გათვალისწინებულია თითოეული მსახიობის ყველა პირობა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯონ.

"აბსოლუტურად გათვალისწინებულია თითოეული მსახიობის ყველა პირობა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯონ, რათა ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოში და ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ, თუ რა ტრადიციების მატარებელი ადამიანები ვართ, თუ როგორი კულტურა გვაქვს, როგორი იდენტობა და ვცდილობთ, რომ ამ ფესვებს არ მოვწყდეთ "ერისიონი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები