ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის რეგიონულ მენეჯერს სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში, ჰოლგერ კრეის შეხვდა.
"შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრი გაეცნო მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზზეა ფოკუსირებული", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი აგრარული მიმართულებით აირა ჰტენასი და ოპერაციების უფროსი ოფიცერი ნინო უძილაური.