"ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ვუყურებ ახლა პოლიტიკოსებისგან. ბავშვების ტრაგედიით, ბავშვების მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ და ამით ქულები დაიწერონ", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეძლოს ხალხმა მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება, ამისთვის კი სახელმწიფო უკლებლივ ყველაფერს გააკეთებს.
"მე აქ ვთქვი ციტატები, მედიკამენტებთან დაკავშირებით, ის, რაც გამოქვეყნებულია ის, რაც იცით. ახლა ჟურნალისტების გასაგონად ვიძახი, დაჯდეს ახლა ნებისმიერი თქვენგანი, კეთილი ინებეთ და აჩვენეთ, რომ ჩემი ნათქვამი მცდარი იყო. თუ არა და შეეგუეთ აზრს, რომ უტიფრები ხართ.
ცდილობთ შექმნათ ყალბი სურათი, რომ დებატი მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, იცით რატომ? სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვთ, რომ თავად დამიჯდეს დებატში და რამე მითხრას. ამაზე დაბალი დონე და ფსკერი აღარ არსებობს.
არა მხოლოდ დიუშენით დაავადებულ, არამედ ყველა ბავშვს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ღმერთმა ყველას მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ძალიან მალე აპოვნინოს განკურნება. ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ვუყურებ ახლა პოლიტიკოსებისგან. ბავშვების ტრაგედიით, ბავშვების მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ და ამით ქულები დაიწერონ.
ყველას მოგიწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვუგულშემატკივროთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ამ ხალხმა მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება. ამისთვის სახელმწიფო გააკეთებს უკლებლივ ყველაფერს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.