05 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა

ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლო ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

საქმის პროკურორის განცხადებით ფარცხალაძის და მიქაძეების ბრალეულობა არა მარტო რომიკო გოგიაშვილის, არამედ სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება:

"ფაქტობრივი გარემოებებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, დეტალურად ასახულია ბრალის დადგენილებაში. შესაბამისად, დღეს ადვოკატების მხრიდან გულწრფელად გაოცებას გამოვხატავ, ისეთ გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც აქამდე ასჯერ და ათასჯერ გაჟღერდა სასამართლო პროცესებზე. გამოძიების ეტაპზე გამოკითხულია გიორგი მიქაძე და დუმილის უფლება აქვს არჩეული. ფარცხალაძის და მიქაძეების ბრალეულობა არა მარტო რომიკო გოგიაშვილის ჩვენებით, არამედ სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება," - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

 

 

დღის ამბები