10 ივნისი 2026,   10:59
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟინვალის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

უკანონო თევზჭერის ფაქტი მცხეთა-მთიანეთში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

ჟინვალის წყალსაცავზე მოქალაქე თევზჭერას ძრავის მქონე ნავიდან აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და ე.წ. გოდორის გამოყენებით ახდენდა.

სახლართი ბადით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები