საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.
"გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.