13 ივნისი 2026,   02:21
ვრცლად
კანადა-ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩი 1:1 დასრულდა - მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა კანადის ქალაქ ტორონტოში შედგა

მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული შეხვედრა კანადასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაშის პირველ ტაიმში პირველი გოლი ბოსნია და ჰერცეგოვინამ გაიტანა. გოლის ავტორი იოვო ლუკიჩი იყო.

ხოლო, მეორე ტაიმში გოლი კანადის ეროვნულმა ნაკრებმა გაიტანა, რომელიც კარში ქაილე ლარინმა შეაგდო, ამ გოლმა კი მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას, გულშემატკივარს, "რუსთავი 2" სთავაზობს.

დღის ამბები