UFC-ის ისტორიული ტურნირი ოფიციალურად გახსნილია - მსოფლიო სპორტის ყურადღების ცენტრში ილია თოფურიაა, რომელიც პირველად ისტორიაში, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის - თეთრი სახლის ტერიტორიაზე იბრძოლებს.
ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ქართველი ჩემპიონი მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის პირველ დაცვას შეეცდება. ილიასთვის ეს კარიერაში ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ბრძოლაა.