2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან გამართავს. აფრიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე 52-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და სასტარტო შეხვედრაში მეტოქეში ნამდვილად არ გაუმართლათ. რობერტო მარტინესის გუნდი არა მარტო ამ წყვილის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთ იმ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რადგან პორტუგალიელთა ვარსკვლავური შემადგენლობა ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნუ ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა და ვიტინია - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მინდორზე საფეხბურთო სანახაობას ქმნიან.
დღევანდელი სათამაშო საღამო ჰიუსტონის NRG Stadium-ზე გამართული შეხვედრით გაიხსნება, როცა მინდორზე პორტუგალიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ფეხბურთელები გავლენ.