17 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
1:0 - პორტუგალია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაწინაურდა

ფეხბურთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მატჩში, ანგარიში პორტუგალიამ გახსნა. გოლი პორტუგალიის ნაკრების წევრმა, ჟუან ნევესმა მატჩის მე-6 წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საფეხბურთო დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩი "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

დღის ამბები