შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.
"არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.