28 ივნისი 2026,   20:50
ვრცლად
ცაგერში ანსამბლ "ლეჩხუმის" 45 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ცაგერში საზეიმოდ აღინიშნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ 45 წლის იუბილე. ღონისძიებაში ქორეოგრაფიული ანსამბლის სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად, მონაწილეობდნენ ანსამბლ "უშბას" წევრებიც.

საღამოს დასასრულს, საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ვარსკვლავი.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

45 წლიანი ისტორიის განმავლობაში „ლეჩხუმმა“ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ღირსეულად წარმოაჩინა ლეჩხუმის ქორეოგრაფიული ტრადიციები და არაერთი თაობა აღზარდა ქართული, ხალხური ცეკვის სიყვარულით.

დღის ამბები