დღეიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სანებართვოდ წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ვიზუალურ-გამომსახველობით მასალას.
დადგენილება, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, 2025 წლის დეკემბერში მიიღო და აქამდე სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. ახალი რეგულაციით დადგინდა ფასადებისა და სახურავების მასალებისა და ფერების მახასიათებლები, ასევე შემუშავდა ღობეების სტანდარტული სარეკომენდაციო პროექტები.