01 ივლისი 2026,   23:32
ვრცლად
კეინის დუბლი და შემოტრიალებული მატჩი: ინგლისმა კონგოს ნაკრები 2:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი უაღრესად დაძაბული და ემოციური შეხვედრა დასრულდა. ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა კონგოს გუნდთან მძიმე ბრძოლაში, გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 2:1 მოახერხა. 

მატჩი ინგლისელებისთვის ცუდად დაიწყო, შეხვედრის მე-7 წუთზე ბრაიან ციპენგამ კონგოს ნაკრები წინ გაიყვანა. კონგოელები მთელი თამაშის განმავლობაში თავგანწირვით იცავდნენ თავს და ახლოს იყვნენ სენსაციასთან, თუმცა მატჩის მიწურულს თავისი სიტყვა ინგლისელთა კაპიტანმა თქვა. 75-ე წუთზე ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, შეხვედრა შემოატრიალა და ინგლისს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

დღის ამბები