07 ივლისი 2026,   00:19
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ქართველები ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დაუშვებენ.

"იქნებ ზოგიერთისათვის ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რა მიზნები გააჩნიათ ჩვენზე დღე და ღამ დაუძინებლად მზრუნველ დასავლელ ევრობიუროკრატებს. დიახ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მათ ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ზნეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია. ამიტომაც სავსებით სამართლიანად იქცევა საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში. ამ გადამთიელმა და ჩვენი ქვეყნისათვის უცხო სუბიექტებმა ვერ გაიგეს და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რომ ქართველები გავწყდებით, მაგრამ ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დავუშვებთ", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

დღის ამბები