მეორე დღეა სამძებრო, სამაშველო და სახანძრო ოპერაციები მიმდინარეობს კიევში, რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად დედაქალაქში გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა.
ბოლო მონაცემებით დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავებულია 50 ზე მეტი.
პარალელურად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მოსკოვისა და ბელგოროდის ოლქებზე, მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს.
ბელგოროდში დარტყმის სამიზნე "გაზპრომის" ობიექტი გახდა, რომელიც რეგიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს. უსაფრთხოების მიზნით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ოთხივე საერთაშორისო აეროპორტში.
შეფერხებებია სოჭის, კალუგის, სარატოვის, პენზის, კრასნოდარის, ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლისა და ჩებოქსარის აეროპორტებშიც.